სიახლეების არქივი
არქივი
ქედის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა ეროვნული დღე აღინიშნა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და ქედის რესურსცენტრის უფროს დურმიშხან შავიშვილთან ერთად პედაგოგებს ,,მასწავლებლის საერთაშორისო დღე“ მიულოცეს და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.
ვრცლად ნახვა
არქივი
საკრებულოს მორიგ სხდომაზე ექვსი საკითხი განიხილეს
2023 წლის 27 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/15 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 19 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
ვრცლად ნახვა
არქივი
ანონსი - საკრებულოს N01-06/15 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/15 მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 27 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი
ვრცლად ნახვა
არქივი
დანდალოს ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა
სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, დანდალოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ანზორ გოგიაშვილმა და მაჟორიტარმა ოთარ ხარაძემ ადგილზე მოინახულა.
ვრცლად ნახვა
არქივი
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ჩუქუროვას ფირმის ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ერთი ერთეული ტექნიკა, ჩუქუროვას ფირმის ექსკავატორ-დამტვირთველი შეიძინა.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სპეც.ტექნიკა შპს ,,ქედის კომუნალურსერვისს“ ოფიციალურად გადასცა.
ვრცლად ნახვა
არქივი
2023 წლის, აჭარის რეგიონული ლიგის პირველობა ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა ცოლიკაურმა მოიპოვა
21 ოქტომბერს ქედის კულტურის სახლში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონული ლიგა მეოთხედ გაიმართა.
ღონისძიებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ შესაბამის ვორქშოპებს და რეპეტიციებს.
ვრცლად ნახვა
არქივი
საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თვითმმართველობის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს
2023 წლის 13 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/14 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
ვრცლად ნახვა
არქივი
პეგასი 2023 წლის ტიტული ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ჟანა ანანიძემ მოიპოვა
ლიტერატურული კონკურსის ,,პეგასი" 2023 წლის ტიტული ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ჟანა ანანიძემ მოიპოვა.
ხულოს მუნიციპალიტეტში, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. პროექტის მხარდამჭერებისაგან და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარჯვებულებსა და ფინალისტებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ვრცლად ნახვა
არქივი
ქედაში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა
ქედაში, ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ზურაბ მენთეშაშვილი, ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი - დიმიტრი მაჭავარიანი, ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელი - დავით თათარაშვილი უძღვებოდნენ.
ვრცლად ნახვა
არქივი
ანონსი - საკრებულოს N01-06/14 რიგგარეშე სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/14 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2023 წლის 13 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი
ვრცლად ნახვა
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2026
მარტი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 | 31 |