გილოცავთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ქედაში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვისთვის იყო გათვლილი. პატარების გართობაზე ანიმატორები და ჯამბაზები ზრუნავდნენ, დეკორაციულ სივრცეებთან მოეწყო ფოტოსესია და სახეზე მოხატვა. ბავშვების განსაკუთრებული ოვაცია და სიხარული საყვერელი მულტფილმის გმირებთან პანდასთან და ელზასთან შეხვედრამ გამოიწვია.

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლე-ახალგაზრდობასთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლის ,,აბადელიას“, სახელოვნებო სკოლისა და სალოტბარო მოსწავლეების კონცერტი გაიმართა.

ასევე, აღსანიშნავია რომ ბავშვთა დაცვის დღე ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ მეძიბნაშიც გაიმართა.

ბაბშვთა დაცვის საერთშორისო დღე ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ოთარ ხარაძემ და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსმა ეკატერინე ქაჯაიამ მიულოცა.

ღონისძიების ფარგლებში ბავშვებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.

ბავშვშვთა დაცვის საერთაშორისო დღე განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.