სიახლეების არქივი
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ახალი საბაკალავრო პროგრამის ,,საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ ინფორმაციის მიწოდება.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა.
რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქედის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
2027 წლის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ 2026 წლის 19 ნოემბრის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ქედის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა: 2026 წლის 20 ნოემბერი; 11 საათი.(მის: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.N3.ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2026 წლის 23 ნოემბრისა.
საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2026 წლის შემდეგი გრაფიკით:
- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი;11:00 საათი.
- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი;12:00 საათი.
- ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი;14:00 საათი.
- სოციალურ საკითხთა კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი; 15:00 საათი.
ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 2026 წლის 25 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან და მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ინდივიდუალური შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე იმსჯელეს 2026 წლის ბიუჯეტში შესატანი მიმდინარე ცვლილებების შესახებ, ყურადღება გამახვილდა წლის ბოლომდე დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებაზე და ფინანსური რესურსების მიზნობრივ გადანაწილებაზე.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
ანონსი - საკრებულოს N01-06/13 რიგგარეშე სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/13 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2026 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი და საკითხები.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
ბიუროს წევრებმა განიხილეს და იმსჯელეს ქედის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.
ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 2026 წლის 13 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა თურმანიძემ მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ასევე პირველი მოადგილე იმედა ვასაძე ესწრებოდა
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოახლოებული კულტურული ღონისძიებების საორგანიზაციო საკითხებსა და მოსამზადებელ სამუშაოებს. აღინიშნა, რომ ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად აუცილებელია სამსახურების მაქსიმალური მობილიზება და საორგანიზაციო პროცესებში ჩართვა, როგორც ტექნიკური ასევე, შემოქმედებითი კუთხით.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
ანონსი - საკრებულოს N01-06/12 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/12 მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 29 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი და საკითხები.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
აქცია - ჩემი პირველი ნერგი
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტი გამწვანების მასშტაბურ აქციას შეუერთდა.
სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ დარგვის ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას და 124 - მა პირველკლასელმა დარგო საკუთარი პირველი ხე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაᲫემ მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძესთან ერთად დაბა ქედის ფ. ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში პატარებთან ერთად, ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
კანპანია ქედაში - ვარდისფერი ოქტომბერი
,,ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა ჯანმრთელობისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ქედის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ბარამიძემ გახსნა. მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ,,ვარდისფერი ოქტომბერის" მნიშვნელობასა და რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ქედის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ჩართულობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმას, სკრინინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრევენციული გამოკვლევების პოპულარიზაციას.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კამპანია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარეები უძღვებოდნენ.
ვრცლად ნახვა