მთავარი 1111

1111

1111

2025 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. საკრებულოს სხდომა გახსნა N80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძემ, რომელმაც შეაჯამა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები. წარადგინა არჩევნების შედეგად გამოვლენილი მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრები.

ხმათა უმრავლესობით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა - ამირან ცინცაძე.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს რომან დავითაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე.

პირველივე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა წარმოადგინეს განცხადება ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებული იქნა ორი ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ თავმჯდომარე - ლევან ვერძაძე და ფრაქცია ,,ხალხის ძალა“ თავმჯდომარე - რამაზ თავდგირიძე.

კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განისაზღვრა საკრებულოს კომისიათა შემადგენლობები და არჩეული იქნა კომისიის თავმჯდომარეები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
თებერვალი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?