მთავარი ქედა ქედის შესახებ

ქედის შესახებ

ქედის შესახებ

ქედის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოში და შედის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში. მას ჩრდილო-აღმოსავლეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტი, აღმოსავლეთით შუახევის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი და სამხრეთით თურქეთის რესპუბლიკა ესაზღვრება.

მუნიციპალიტეტის საერთო ფართობი 452 კვ კმ-ია. მოსახლეობის რაოდენობა - 21 244. ქედის მუნიციპალიტეტში შედის 10 საკრებულო და 64 დასახლებული პუნქტი. ადმინისტრაციული ცენტრი დაბა ქედაა, რომელიც ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ყველაზე მაღალი მწვერვალია ყანლი (2 987 მეტრი).

ქედა გამოირჩევა ყურძნის უნიკალური ჯიშებით. რაიონში წარმოებული ღვინოები „ქედის ცოლიკოური“ და „ჩხავერი“ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მოწყობილია ღვინის მარნები (მ. შერვაშიძე - სოფ. პირველი მაისი, ლადო შავიშვილი - სოფ. ვაიო, ნური სირაბიძე - სოფ. გეგელიძეები).

მუნიციპალიტეტი მდიდარია სხვადასხვა ბუნებრივი წიაღისეულით - სპილენძისა და ოქროს საბადოებით (მერისი, ვაიო). სამკურნალო და მინერალური წყლებიდან აღიარებულია „კოკოტაურისა“ და „გუნდაურის“ წყლები. „კოკოტაურს“ მინიჭებული აქვს საერთაშორისო სერთიფიკატი.

ისტორიული მემკვიდრეობიდან გამოირჩევა მატერიალური კულტურის ძეგლები: სათვალთვალო კოშკები - კავიანი, გულები, ძენწმანი, საღორეთი, ცივასულა. ქვის თაღოვანი ხიდები - მახუნცეთი, პირველი მაისი, წონიარისი, დანდალო. ციხეები - ზენდიდი, ცივასულა.

ფუნქციონირებს ისტორიული მუზეუმი, სადაც თავმოყრილია ეთნოგრაფიული და ისტორიული კულტურის მასალები.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?