მთავარი საკრებულო სიახლეები

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა.

რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ,,ქედის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე.

2027 წლის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირებს მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ 2026 წლის 19 ნოემბრის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში.

ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ქედის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა: 2026 წლის 20 ნოემბერი; 11 საათი.(მის: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ.N3.ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი).

საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2026 წლის 23 ნოემბრისა.

საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2026 წლის შემდეგი გრაფიკით:

- სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი;11:00 საათი.

- სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი;12:00 საათი.

- ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი;14:00 საათი.

- სოციალურ საკითხთა კომისია - 2026 წლის 24 ნოემბერი; 15:00 საათი.

ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 2026 წლის 25 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?