სიახლეების არქივი
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მაჭახელას ხეობაში ლაშქრობა მოეწყო
ლაშქრობაში 32-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ მოინახულეს მაჭახელას ხეობის ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები, დაათვალიერეს მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი, თოფის მუზეუმი, მირვეთის ჩანჩქერი, გვარას ციხე, ცხემლარის ხიდი და ჩანჩქერი.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ავარიული საცხოვრისის მქონე ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას, შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა „ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ და ,,ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან წარმომადგენლობითი ხარჯების დაფინანსებისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებში.
ასევე, დამტკიცდა „ქედის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“ და ,,2026 წელს მაღალი სპორტული შედეგების მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებები.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.
სხდომას კომისიის თავმჯდომარეები უძღვებოდნენ.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც სამივე მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 2026 წლის 31 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ , პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში, წარმომადგენელთან და სპეციალისტებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა
შეხვედრაზე იმსჯელეს თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე მთა ნაკონაღვარზე მემთეურებს შეხვდა
მთის კულტურის და ტრადიციების პოპულარიზაციის, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მთა ნაკონაღვარზე ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით ,,მთის ფესტივალი” გაიმართა.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტში, სასადილოს მთაზე შუამთობის ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ნადიმ ვარშანიძე, ქედის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტში, მთა დიდვაკეზე ახალგაზრდებისთვის ღონისძიება გაიმართა
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაესწრო. მერი გაეცნო ახალგაზრდების იდეებს და საჭიროებებს, ასევე უპასუხა მათთვის საინტერესო კითხვებს.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას პატივი მიაგეს
გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან ცინცაძემ, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებმა და გმირის თანამებრძოლეებმა.
ვრცლად ნახვა