მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი სამუშაო შეხვედრა და მოქალაქეთა მიღება გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი სამუშაო შეხვედრა და მოქალაქეთა მიღება გამართა.

შეხვედრას საკრებულოს დეპუტატი ლევან ვერძაძე, მერის წარმომადგენელი მახუნცეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეზი ვარშანიძე და სპეციალისტები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს თემში არსებული გამოწვევების შესახებ, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების შესახებ.

თათბირის შემდეგ მერი შეხვდა ადგილობრივ მოქალაქეებს, მიიღო ინფორმაცია მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ და აღნიშნა, რომ შესაბამის სამსახურებთან ერთად იმსჯელებდა არსებულ გამოწვევებზე და ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ რეაგირებას.



facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?