მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში, მთა პერანგაზე, ნამეფვარობა აღინიშნა

ქედის მუნიციპალიტეტში, მთა პერანგაზე, სახალხო დღესასწაული „ნამეფვარობა“ აღინიშნა.


დღესასწაული მემთეურებს და მოწვეულ სტუმრებს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ კოპლატაძემ მიულოცა.


სახალხო დღესასწაულის საფუძველს თამარ მეფესთან დაკავშირებული ხალხური თქმულება წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, აჭარაში მოგზაურობისას დედოფალი მთა პერანგაზე დაბანაკებულა, რის გამოც ამ ადგილს „ნამეფვარი“ ეწოდა.


„ნამეფვარობის“ აღნიშვნას საფუძველი 2012 წლის 19 მაისს ჩაეყარა. მას შემდეგ ღონისძიება ტრადიციულად სექტემბერში იმართება და მიზნად ისახავს ადგილობრივი ტრადიციების წარმოჩენასა და მთის კულტურის შენარჩუნებას.


ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ,,ტრიო“, ცხმორისის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი, ასევე უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ფესვები“ და ინდივიდუალური შემსრულებლები.


ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.



facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?