მთავარი მერია სიახლეები

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ახალი სასწავლო წლის დაწყების ღონისძიებას, დაბა ქედის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ნადიმ ვარშანიძესთან და ქედის რესურსცენტრის უფროსთან დურმიშხან შავიშვილთან ერთად დაესწრო.
გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მშობლებს და პედაგოგებს გისურვებთ წარმატებულ, ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს. ეს დღე, განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, მათთვის დღეს პირველად დაირეკა სკოლის ზარი. წელს თქვენ განსაკუთრებით ლამაზები და გამორჩეულები ხართ თქვენს ახალ სასკოლო ფორმებში, რომელიც თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის. ძვირფასო პატარებო, გისურვებთ წარმატებებს, წინ საინტერესო გაკვეთილები, ახალი მეგობრები და უამრავი შესაძლებლობები გელით. - აღნიშნა ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ.
ქედის მუნიციპალიტეტში სასწავლო პროცესი ყველა საჯარო სკოლაში განახლდა. წელს საჯარო სკოლებში 121 პირველკლასელია რეგისტრირებული.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?