მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად, დაბა ქედაში კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტი ითვალისწინებს კულტურის ცენტრის შიდა და გარე სრულ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. შენობა ადაფტირებული იქნება შშმ პირებისათვის.
პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა, სუსტი დენები, ავარიული განათების სისტემა, შენობის გათბობა, გაგრილება, ვინტილაციის სისტემები. სცენა მოეწყობა თანამედროვე სტანდარტებით გახმოვანება-განათების სისტემებით, დამონტაჟდება ვიდეო-პროექტის სცენის კაზმულობა, კედლები მოპირკეთდება აკუსტიკური ფილებით, დამონტაჟდება სავარძლები. საკონცერტო დარბაზი გათვლილი იქნება 276 მაყურებელზე.
შენობა მრავალფუნქციურია, რომელშიც განთავსდება საბიბლიოთეკო განყოფილება, სახელოვნებო სკოლა და კულტურის ცენტრი.
კულტურის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 4 650 000 ლარია გამოყოფილი. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები 2025 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება.
სამუშაოები მერთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ, საკრებულოს დეპუტატმა ნაზიმ ჩხეიძემ, დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ქემალ სალაძემ და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელმა ჯამბულ სურმანიძემ.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?