მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

სოფელ ორცვაში, ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნონა აბულაძის საცხოვერებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტში ავარიული საცხოვრისის მქონე ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, სველი წერტილების მოწყობას, შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოების განხორციელებას.

მიმდინარე წელს, პროგრამის ფარგლებში 3 ახალი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ დოლოგანში, ორცვასა და პირველ მაისში. აღნიშნული პროექტისთვის ჯამში 372 000 ლარი დაიხარჯება.

ასევე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ ორცვაში გივი ნაკაშიძის და ჯამბულ აბულაძის სახლის მიმდებარედ ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს სულ 13 ღონისძიება ხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 1 946 600 ლარს შეადგენს.




სამუშაოები მერთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის და მშენებლობის სამსახურის უფროსმა გენადი ანანიძემ და დაბა ქედის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელმა ქემალ სალაძემ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?