სიახლეების არქივი
საკრებულო
ანონსი - საკრებულოს N01-06/12 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/12 მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 29 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი და საკითხები.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
აქცია - ჩემი პირველი ნერგი
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტი გამწვანების მასშტაბურ აქციას შეუერთდა.
სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ დარგვის ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას და 124 - მა პირველკლასელმა დარგო საკუთარი პირველი ხე.
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაᲫემ მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძესთან ერთად დაბა ქედის ფ. ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში პატარებთან ერთად, ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს.
პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით.
პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი.
პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
კანპანია ქედაში - ვარდისფერი ოქტომბერი
,,ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა ჯანმრთელობისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება ქედის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ბარამიძემ გახსნა. მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ,,ვარდისფერი ოქტომბერის" მნიშვნელობასა და რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.
შეხვედრა „ქართული ოცნების“ ქედის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ჩართულობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმას, სკრინინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრევენციული გამოკვლევების პოპულარიზაციას.
შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კამპანია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოთხი მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარეები უძღვებოდნენ.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედაში სოფლად მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ აგარის მრავალბინიანი სოციალური სახლისთვის სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დასრულდ
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ბიუროს სხდომა გაიმართა
დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.
ბიუროს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ იმ საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიის სხდომაზე განიხილეს. ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მორიგი სხდომა 2026 წლის 25 სექტემბერს 12:00 საათზე გაიმართება.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
ანონსი - საკრებულოს N01-06/11 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/11 მორიგი სხდომა გაიმართება 2026 წლის 25 სექტემბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი და საკითხები.
ვრცლად ნახვა
საკრებულო
დღეს მუდმივმოქმედი კომისიის სხდომები გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა.
კომისიის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს, მათ შორის განხილულ იქნა შპს ,, ქედის წყალკანალის"-ს მიერ 2025 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის 2025 წლის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
ასევე კომისიის სხდომებზე განხილული იქნა მუდმივმოქმედი კომისიების 2026 წლის მეოთხე კვარტლის სამუშაო გეგმები.
კომისიის წევრთა უმრავლესობამ განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.
სხდომას კომისიის თავმჯდომარეები უძღვებოდნენ.
ვრცლად ნახვა
მერია
ქედის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებულ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო
აღნიშნული სამუშაოები მერთან ერთად, მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მშენებლობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გენო ანანიძემ, შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა და საკრებულოს დეპუტატებმა დაათვალიერეს.
ვრცლად ნახვა
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2026
ნოემბერი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
| 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
| 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
| 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
| 29 | 30 |