მთავარი საკრებულო სიახლეები

კანპანია ქედაში - ვარდისფერი ოქტომბერი

,,ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა ჯანმრთელობისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ქედის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ბარამიძემ გახსნა. მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ,,ვარდისფერი ოქტომბერის" მნიშვნელობასა და რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრა „ქართული ოცნების“ ქედის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ჩართულობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმას, სკრინინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრევენციული გამოკვლევების პოპულარიზაციას.

შეხვედრას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კამპანია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?