მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მაჭახელას ხეობაში ლაშქრობა მოეწყო

ქედის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისთვის მაჭახელას ხეობაში ლაშქრობა მოეწყო.

ლაშქრობაში 32-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. მათ მოინახულეს მაჭახელას ხეობის ისტორიული და ღირსშესანიშნავი ადგილები, დაათვალიერეს მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი, თოფის მუზეუმი, მირვეთის ჩანჩქერი, გვარას ციხე, ცხემლარის ხიდი და ჩანჩქერი.

ლაშქრობის მიზანს ახალგაზრდებში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ბუნებრივი და ტურისტული ღირსშესანიშნაობების გაცნობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ახალგაზრდული ჩართულობის ხელშეწყობა წარმოადგენდა.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?