მთავარი მერია სიახლეები

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის 14-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის 14-ვე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა.

მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან ერთად, აღსაზრდელებს, მასწავლებლებს და მშობლებს სააღმზრდელო პროცესის განახლება დაბა ქედის N1 საბავშვო ბაღში, ასევე დანდალოსა და ხარაულის ბაგა-ბაღში მიულოცა და ნაყოფიერი, წარმატებული და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი სტანდარტებს აკმაყოფილებს, ბაღებში ეტაპობრივად მიმდინარეობს ავტორიზაციის პროცესი. გასულ წელს დაბა ქედის N1- მა და დანდალოს საბავშვო ბაღებმა ავტორიზაცია წარმატებით გაიარა.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისთვის საჭირო სათამაშოები სრულად განახლდა.

წელს, ქედის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში 295 აღსაზრდელი ირიცხება.

ღონისძიებას განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია, ა(ა)იპ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე, და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?