მთავარი სიახლეების არქივი

ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელია

ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ჩანგი“ სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ოლიმპიადის უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მფლობელია.


მერი როლანდი ბერიძე პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, მოადგილე მამუკა ფარტენაძესთან ერთად, სახელოვნებო სკოლის ხელმძღვანელს ირინა დევაძეს, ანსამბლი ჩანგის ხელმძღვანელს ნაზი სურმანიძეს და ფოლკლორული ანსამბლის ,,ჩანგის“ წევრებს შეხვდა.
ოლიმპიადა ეტაპობრივად მიმდინარეობდა, პირველი შესარჩევი ეტაპი ყველა მუნიციპალიტეტებში გაიმართა, რომელშიც 69 ფოლკლორული ანსამბლი: 30 ხალხური ცეკვის და 39 ხალხური სიმღერის ანსამბლი ღებულობდა მონაწილეობას. მეორე ეტაპში 33 ანსამბლი მონაწილეობდა. კომპეტენტურუ ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებულად 17 ანსამბლი გამოვლინდა, რომლებიც საპრიზო ადგილებით დაჯილდოვდნენ.

ოლიმპიადაში გამარჯვებულ, ქედის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლასთან არსებულ ფოლკლორულ ანსამბლ ,,ჩანგს“ დაუფინანსდება გასტროლი და ეროვნული სასცენო სამოსი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ანსამბლ ჩანგს და მის ხელმძღვანელს უმაღლესი ჯილდოს გრან-პრის მიღებას და წარმატებებს უსურვებს!


facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
იანვარი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?