ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი თავისუფალი სივრცე გაიხსნა
31 მაისი 2024
ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, თავისუფალი სივრცე მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შეჯიბრი სამაგიდო თამაშებში. ხანდაზმულთა კლუბის წევრებსა და ახალგაზრდებს მუნიციპალიტეტში გამართულ სხვაადასხვა ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის სიმბოლურად მადლობის სიგელები გადაეცათ.
ახალი თავისუფალი სივრცის შექმნის იდეა, მუნიციპალიტეტში არსებულ ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარეს რეზო ბერიძეს ეკუთვნის.
ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა ვიტრაჟით გასულ წელს აშენდა, მოეწყო გათბობა-გაგრილების სისტემა და აღიჭურვა შესაბამისი ინვენტარით, სადაც შესაძლებელია საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.
გახსნის ცერემონიას მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, მოადგილე მამუკა ფარტენაძე, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რომან დავითაძე, ხანდაზმულთა კლუბის წევრები, ახალგაზრდები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
აპრილი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |