ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის კომისიის სხდომა გაიმართა
6 ივნისი 2024
დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომისიის თავმჯდომარის იმედა ვასაძის ხელმძღვანელობით სხდომა გაიმართა.
პროგრამის ფარგლებში სულ 34 განაცხადი შემოვიდა. კომისიის წევრებმა, პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისობის მიხედვით იდეები განიხილეს.
მომდევნო კვირიდან, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის კომისია იდეის ავტორებთან ადგილზე ვიზიტს განახორციელებს.
პროგრამის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.