მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი ახალი ნაგავმზიდი მოემსახურება

ქედის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით და აჭარის ბიუჯეტიდან მიღებული კაპიტალური ტრანსფერით, მაღალი გამავლობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავმზიდი შეიძინა, რომელიც დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, ქედის კომუნალურსერვისს გადასცა.


ახალი ნაგავმზიდი მანქანით საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ყოველდღიურად იქნება შესაძლებელი, რომელიც ათივე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.
დღემდე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას ორი ერთეული ნაგავმზიდი ახორციელებდა. აღსანიშნავია, რომ ქედაში 64 - ვე სოფელში განთავსებულია ნაგავშემკრები კონტეინერები, რომლის განახლება და ახლით ჩანაცვლება ყოველწლიურად მიმდინარეობს და მიმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მერია 40 - მდე ახალ ნაგავშემკრებ კონტეინერს შეიძენს.


10.5 კუბური მეტრი ტევადობის, ახალი თვითვმცლელი IVECO - ს მარკის ნაგავმზიდის შესაძენად ბიუჯეტიდან 430 630 ლარი დაიხარჯა.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?