მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდი ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად მერისის ადმინისტრაციულ ერთეულში გასვლითი თათბირი გამართა.


შეხვედრას მერისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი არკადი საკანდელიძე და სპეციალისტები ესწრებოდნენ.
მერი გაეცნო თემში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების და ჯანდაცვის პროგრამების შესახებ ინფორმაციას.


თათბირზე სპეციალისტებმა თემში არსებული პრობლემური საკითხები დასვეს, რომელიც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კომისიების მიერ საკითხის შესწავლის შემდეგ.
თათბირის შემდეგ, მერმა მოქალაქეთა მიღება გამართა. ადგილზე იმსჯელეს მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე და საჭიროებებიდან გამომდინარე დახმარებას დაჰპირდა.



გასვლითი თათბირი ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება. შემდეგი შეხვედრა ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩაინიშნა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?