მთავარი სიახლეების არქივი

სიახლეების არქივი

28 ივლისი 2023

არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ ბეთლემის წილის განკარგვის შესახებ იმსჯელეს

საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ ბეთლემის წილის განკარგვის შესახებ იმსჯელეს

2023 წლის 28 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/10 მორიგ სხდომაზე, რომელსაც  საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა,  შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-ს (ს/ნ 446754245) 100%-იანი წილის  ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.         
ვრცლად ნახვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ ბეთლემის წილის განკარგვის შესახებ იმსჯელეს
27 ივლისი 2023

არქივი

ანონსი - საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა

ანონსი - საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 28 ივლისს 11:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.იხილეთ დღის წერიგი და საკითხები.      
ვრცლად ნახვა ანონსი - საკრებულოს N01-06/10 მორიგი სხდომა
27 ივლისი 2023

არქივი

ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებისთვის 4 ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა

ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებისთვის 4 ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა

ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლებით შეცვლის” პროგრამის ფარგლებში ოთხი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა. მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პროგრამის ფარგლებში დასრულებული სახლები ადგილზე მოინახულა.    
ვრცლად ნახვა ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებისთვის 4 ახალი სახლის მშენებლობა დასრულდა
18 ივლისი 2023

არქივი

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერის  სახელდებაზე იმსჯელეს

საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერის სახელდებაზე იმსჯელეს

2023 წლის 14 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისის გასვლითი №01 სხდომა, რომლის მიზანი სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის (ს/კ: 21.06.31.217) „წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერი“-ს სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა იყო, რომელსაც სოციალური კომისიის თავმჯდომარე  - ოთარ ხარაძე უძღვებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითის განხილვამდე საკრებულოს თავმჯდომარე - ამირან ცინცაძე მიესალმა შეკრებილ მოსახლეობას და გააცნო მიზეზი რისთვისაც მიზანშეწონილად ჩაითვალა კომისიის გასვლითი სხდომა, თავმჯდომარემ აღნიშნა,  რომ  მათი ჩართულობა აუცილებელია  საერთო საქმეების განხილვსას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე დღის წესრიგის შესაბამისად იმსჯელეს საკრებულოს წევრის ამირან წულუკიძის მიერ ინიციირებულ საკითხზე - „ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის „წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერი“-ს სახელის მინიჭების შესახებ“ განკარგულების პროექტზე. მომხსენებელმა ისაუბრა მამა სევერიანეს მოღვაწეობის შესახებ და აღნიშნა, რომ დიაკონი სევერიანე პირველი აჭარელი მართლმადიდებელი სასულიერო პირი იყო 300-წლიანი თურქთა ბატონობის შემდეგ. კომისიამ წარმოდგენილი განკარგულების პროექტი ერთხმად მოიწონა და მიზანშეწონილად მიიჩნია შესაბამისი პროცედურების გავლით საკითხის საკრებულოს სხდომაზე დამტკიცება. კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს, საკრებულოს წევრებს, საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს და იქ შეკრებილ ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა საკითხით დაინტერესებისა და ჩართულობისთვის.    
ვრცლად ნახვა საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლით სხდომაზე წმინდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერის  სახელდებაზე იმსჯელეს
18 ივლისი 2023

არქივი

 საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სხდომა გამართა

საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სხდომა გამართა

ქედაში, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სხდომა გამართა.  შეხვედრის მონაწილე მეწარმე ქალბატონებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი მიესალმა.    
ვრცლად ნახვა  საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სხდომა გამართა
13 ივლისი 2023

არქივი

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) პრეზენტაცია გაიმართა. აღნიშნული პროექტის კონცეფციას და მიზანი წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და შერჩეულ 8 მუნიციპალიტეტთან (ახალციხე, დუშეთი, თელავი, ოზურგეთი, რუსთავი, ქედა, ხაშური, ხარაგაული) მჭიდრო სტრატეგიული თანამშრომლობის შედეგად, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე საჯარო ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ადგილობრივი და ეროვნული ჩარჩოს დახვეწას.
ვრცლად ნახვა გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
10 ივლისი 2023

არქივი

ანონსი - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა

ანონსი - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო განიხილავს საკრებულოს წევრის ამირან წულუკიძის მიერ ინიციირებულ საკითხს - ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში მდებარე არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ,,წმიდა დიაკონი სევერიანეს სახელობის სკვერი“-ს სახელის მინიჭების შესახებ. საკითხის განხილვა მიმდინარეობს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიაში (კომისიის თავმჯდომარე: ოთარ ხარაძე). სოციალურ საკითხთა კომისის გასვლითი სხდომა და მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართება ზვარის ადმინისტრაციულ ერთეულში (ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ), 2023 წლის 14 ივლისს 13:00 სთ-ზე.  
ვრცლად ნახვა ანონსი - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის გასვლითი სხდომა
7 ივლისი 2023

არქივი

ქედის მერმა სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქალბატონ ნესიხე ხალვაშს 100 წლის იუბილე მიულოცა

ქედის მერმა სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქალბატონ ნესიხე ხალვაშს 100 წლის იუბილე მიულოცა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქალბატონ ნესიხე ხალვაშს 100 წლის იუბილე მიულოცა.  
ვრცლად ნახვა ქედის მერმა სოფელ კოკოტაურში მცხოვრებ ქალბატონ ნესიხე ხალვაშს 100 წლის იუბილე მიულოცა
6 ივლისი 2023

არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს

საკრებულოს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს

2023 წლის 30 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/09 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილეს.  
ვრცლად ნახვა საკრებულოს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს
30 ივნისი 2023

არქივი

2023 წლის ეტალონი მოსწავლე ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა

2023 წლის ეტალონი მოსწავლე ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა

ქედის მუნიციპალიტეტიდან 2023 წლის „ეტალონი მოსწავლე“ ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა. დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, რესუსრსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი და პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი ეტალონში გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდნენ.  
ვრცლად ნახვა 2023 წლის ეტალონი მოსწავლე ზვარის საჯარო სკოლის მოსწავლე მათე გათენაძე გახდა
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მარტი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?