მთავარი სიახლეების არქივი

ქედაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს.

მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს მაჟორიტართან ლევან ვერძაძესთან და მახუნცეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რევაზ ვარშანიძესთნ ერთად სოფელ ქოსოფლის, ქვედა მახუნცეთის და ზედა მახუნცეთის მოსახლეობას შეხვდა.
მოსახლეობისათვის წელსაც პრიორიტეტულია ბეტონის საფარისა და გარე განათების მოწყობა, რომელსაც აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით უყარა კენჭი.

ასევე დღეს, მერი საკრებულოს თავმჯდომარე რომან დავითაძესთან, მაჟორიტართან ვაჟა აბულაძესთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ნაზიმ ჩხიკვაძესთან ერთად სოფელი ცხემნის მოსახლეობას შეხვდა.
პროგრამით გათვალისწინებული მოსახლეობასთან შეხვედრები პარალელურად ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში იმართება, რომელშიც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სტრუქტურული ერთეულის ხემძღვანელები, მაჟორიტარები, მოადგილეები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები არიან ჩართული.



facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?