მთავარი სიახლეების არქივი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ქედის მუნიციპალიტეტში დასრულდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

დღეს, შეხვედრა დოლოგნის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოსახლეობას სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ბადრი სურმანიძე, მაჟორიტარი ლევან ვერძაძე და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მანუჩარ კოჩაძე შეხვდა.

შეხვედრები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში 64 - ვე სოფელში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აქტიურად იყვნენ ჩართული.

მოსახლეობისთვის წელსაც პრიორიტეტული იყო ბეტონის საფარისა და გარე განათების მოწყობა, რომელსაც მოსახლეობამ ერთობლივი გადაწყვეტილებით უყარა კენჭი.

ქედის მუნიციპალიტეტის მერია, შერჩეულ პროექტებს უახლოეს პერიოდში წარუდგენს საკრებულოს დასამტკიცებლად. პროგრამის ბიუჯეტი 750 000 ლარს შეადგენს.
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აგვისტო
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?