მთავარი სიახლეების არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან და პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან რაულ სალაძესთან ერთად სასმელი წყლის სისტემის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, პირველი მაისის ცენტრის და ბაგა-ბაღის წყალმომარაგების სათავე კვანძის მძიმე მაგისტრალური წყალსადენისა და სამარაგო რეზერუარის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა პოლიეთილენის მილები, წყალშემკრები ავზები და გამანაწილებელი ავზები. სახელშეკრულებო ღირებულება 162 049 ლარს შეადგენს.

ასევე, მიმდინარე წელს სოფელ წონიარისში და ძენწმანში, სასმელი წყლის სათავე კვანძის მაგისტრალური მილსადენისა და გამანაწილებელი ავზის მშენებლობა განხორციელდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 684 099 ლარი დაიხარჯება.
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივნისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?