მთავარი სიახლეების არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე შვიდი საკითხი განიხილეს

2024 წლის 31 მაისის ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/06 მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი განიხილეს.

სხდომაზე პირველ და მეორე საკითხებად განიხილეს ა(ა)იპ ბავშვთა საფეხბურთო კლუბ ქედასთვის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული მიკრო ავტობუსის სარგებლობაში გადაცემაზე და შპს ქედის კომუნალსერვისისთვის ახალი ნაგავმზიდის სარგებლობაში გადაცემაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ განკარგულების პროექტები, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.

საკრებულომ განიხილა და დღის წესრიგის შესაბამისად მოისმინა ქედის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის I კვარტლის შესრულების ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ 2023 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის 2023 წლის წლიური ანგარიში, რომლებიც დადებითად იქნა შეფასებული.

ასევე, სხდომაზე მოისმინეს და ცნობად მიიღეს 2023 წლის მდგომარეობით ა(ა)იპ ქედის ისტორიულ მუზეუმში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

სხდომაზე ბოლო საკითხად განხილულ იქნა ,,ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 2024 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ" ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების პროექტი, რომელიც ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2024
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?