მთავარი სიახლეების არქივი

ქედის კულტურის ცენტრში, საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა

ქედის კულტურის ცენტრში, ა(ა)იპ „მომავლის პალიტრისა“ და ქედის სახელოვნებო სკოლის ორგანიზებით, საბავშვო თეატრალური ჩვენება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო სპექტაკლის სადებიუტო ჩვენება ნოდარ დუმბაძის ოთხი მოთხრობის მიხედვით: „მე ვხედავ მზეს,“ „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი, „ბოშები,“ „ხაზარულა გაიმართა, რომლის მიზანს ქართული ნაწარმოებების გაცნობას და მომავალ თაობაში ქართული ლიტერატურის სიყვარულის დანერგვას წარმოადგენდა.

პროექტი ,,ასე დაუსრულებლად“ მხარდაჭერილია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი შემოქმედებითი საგრანტო კონკურსის მიერ.

თეატრალურ ჩვენებას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თამჯდომარე ოთარ ხარაძე, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?