სიახლეების არქივი
არქივი

2023 წლის, აჭარის რეგიონული ლიგის პირველობა ქედის მუნიციპალიტეტის გუნდმა ცოლიკაურმა მოიპოვა
21 ოქტომბერს ქედის კულტურის სახლში, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის ორგანიზებით და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით, აჭარის რეგიონული ლიგა მეოთხედ გაიმართა.
ღონისძიებაში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისგან შემდგარი გუნდები მონაწილეობდნენ, რომლებიც ერთი თვის განმავლობაში გადიოდნენ შესაბამის ვორქშოპებს და რეპეტიციებს.
ვრცლად ნახვა

არქივი

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე თვითმმართველობის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცეს
2023 წლის 13 ოქტომბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/14 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, მიმდინარე წლის თვითმმართველობის ბიუჯეტში ცვლილებები დაამტკიცეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 18 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
ვრცლად ნახვა

არქივი

პეგასი 2023 წლის ტიტული ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ჟანა ანანიძემ მოიპოვა
ლიტერატურული კონკურსის ,,პეგასი" 2023 წლის ტიტული ქედის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა ჟანა ანანიძემ მოიპოვა.
ხულოს მუნიციპალიტეტში, ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. პროექტის მხარდამჭერებისაგან და ქედის მუნიციპალიტეტის მერიისგან გამარჯვებულებსა და ფინალისტებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედაში, საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის შესახებ საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა
ქედაში, ,,საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე - ზურაბ მენთეშაშვილი, ადმინისტრაციული და იურიდიული სამსახურის უფროსი - დიმიტრი მაჭავარიანი, ლოჯისტიკის სამსახურის წარმომადგენელი - დავით თათარაშვილი უძღვებოდნენ.
ვრცლად ნახვა

არქივი

ანონსი - საკრებულოს N01-06/14 რიგგარეშე სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/14 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2023 წლის 13 ოქტომბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი
ვრცლად ნახვა

არქივი

საკრებულომ მორიგ სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილა
29 სექტემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან ცინცაძის ხელმძღვანელობით საკრებულოს N01-06/13 მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4 საკითხი.
ვრცლად ნახვა

არქივი

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღეა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, იმედა ვასაძემ, განათლების, კულტურის, ტურიზმის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან, ეკატერინე ქაჯაიასთან ერთად, ხანდაზმული პედაგოგი, ესმა ბერიძე მოინახულა, პროფესიული დღე მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.
ვრცლად ნახვა

არქივი

ხანდაზმულთა დღე ქედაში სხვადასხვა აქტივობით აღინიშნა
1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა.
ღონისძიება ქედაში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.
ღონისძიების ფარგლებში, მერის მოადგილე მამუკა ფარტენაძემ, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსთან ეკატერინე ქაჯაიასთან, მერის წარმომადგენელთან დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაზიმ ჩხეიძესთან ერთად 88 წლის გურამ ჩიკვაიძე მოინახულა, ხანდაზმულთა დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა. 88 წლის გურამ ჩიკვაიძეს5 შვილი, 14 შვილიშვილი და 16 შვილთაშვილი ჰყავს.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედაში, ქონების მართვის ახალი პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა
საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ქონების მართვის ახალი პროგრამის (eproperty) პრეზენტაცია და ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტების დანერგვის მიზნით ტრენინგი გაიმართა.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ სამუშაო თათბირი გამართა
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მოადგილეებთან, სამსახურის უფროსებთან და მუნიციპალური ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა.
ვრცლად ნახვა

დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
თებერვალი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |