მთავარი მერია სიახლეები

მიმდინარე წელს, ქედის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მოწყობისთვის 1,1 მლნ ლარი დაიხარჯება

მიმდინარე წელს, ქედის მუნიციპალიტეტში წყლის სისტემის მოწყობისთვის 1,1 მლნ ლარი დაიხარჯება.

მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად, სოფელ ახოში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

სოფელ ახოში მაგისტრალური მილსადენისა და რკინა-ბეტონის წყლის გამანაწილებელი რეზერვუარის მოწყობა სამ ლოკაციაზე: ნაჭვავრის, ბაზალეთისა და ზერვენახის უბნებში მიმდინარეობს.

ასევე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ოქტომბრის, კვაშტის და ზენდიდის წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და რკინა ბეტონის გამანაწილებელი რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები.

ასევე, იგეგმება სოფელი აგარის წყლის სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილსადენისა და რკინა ბეტონის გამანაწილებელი რეზერვუარის მოწყობა.

სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?