სიახლეების არქივი
არქივი

ანონსი - საკრებულოს N01-06/12 მორიგი სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/12 მორიგი სხდომა გაიმართება 2023 წლის 31 აგვისტოს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი
ვრცლად ნახვა

არქივი

ახალგაზრდებისთვის მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოეწყო
ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის მოლაშქრეთა კლუბ "ბედნიერი ბილიკები“-ის ფარგლებში მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოაწყო.
მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე მოლაშქრეებს შეხვდა. ისაუბრეს გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, მოისმინა მათი წინადადებები და მხარდაჭერა გამოუცხადა.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 1 200 000 ლარით გაიზარდა
2023 წლის 16 აგვისტოს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/011 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილებები განიხილეს, მიღებული გადაწყვეტილებით თვითმმართველობის 2023 წლის ბიუჯეტი 1 200 000 ლარით გაიზარდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 12 ესწრებოდა.
სხდომაზე პირველ საკითხად განიხილეს და ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული „ქედის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 28 დეკემბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტი. თვითმმართველობის ბიუჯეტით დამატებით დაფინანსდება ძირითადად ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კერძოდ ზუნდაგის მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, ფრიდონ ხალვაშის სახლმუზეუმის რეაბილიტაცია, შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაცია და სხვა. ბიუჯეტის ცვლილებებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გააქტიურებული მეწყერების და რთული ზამთრის პირობებიდან გამომდინარე დამატებით მძიმე ტექნიკის შეძენა, ასევე სოფელ გულების ტერიტორიის გეოლოგიური შემოწმების მომსახურების შესყიდვა.
საკრებულომ მეორე საკითხად განიხილა ქედის მუნიციპალიტეტში კულტურის ცენტრთან არსებულ სალოტბარო სკოლაში რეგენტი მგალობლის და ინსტრუმენტების შემსწავლელი პედაგოგის მიმართულებების დამატების თაობაზე წინადადების მოწონების შესახებ განკარგულების პროექტი, რომელიც ასევე ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული.
ვრცლად ნახვა

არქივი

ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის მშენებლობა
ქედაში, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ვრცლად ნახვა

არქივი

გამწმენდი ნაგებობისა და მასთან დაკავშირებული საკანალიზაციო ქსელის მოწყობა
„ქედის მუნიციპალიტეტში, დაბა ქედაში სს „აჭარის წყლის ალიანსის“ ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის და საკანალიზაციო სისტემის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“ ბრძანება
ვრცლად ნახვა

არქივი

ანონსი - საკრებულოს N01-06/11 რიგგარეშე სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/11 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2023 წლის 16 აგვისტოს 15:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი
ვრცლად ნახვა

არქივი

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის სამუშაო ვერსიის შუალედური განხილვა გაიმართა
საკრებულოს სხდომათა დარბაზში ,,სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2023-2027 წლების სტრატეგიული გეგმის“, სამუშაო ვერსიის შუალედური განხილვა გაიმართა.
შეხვედრას მოწვეული ექსპერტი ნინო ლოლაძე უძღვებოდა. განხილვას ესწრებოდნენ სტრატეგიული გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრები, საკრებულოს წევრები, ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები და სამოქალაქო სექტორი.
ვრცლად ნახვა

არქივი

სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის ხსოვნას მიაგეს პატივი
15 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან.
დღეს, სოფელ მერისში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის - ფრიდონ თურმანიძის ხსოვნას მიაგეს პატივი.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დასრულდა
ქედის მუნიციპალიტეტში, ევროსტანდარტების შესაბამისი მრავალფუნქციური სასწრაფოს შენობის მშენებლობა დასრულდა.
სასწრაფოს შენობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე მოინახულა.
ვრცლად ნახვა

არქივი

საკრებულოს მორიგ სხდომაზე საფეხბურთო კლუბ ბეთლემის წილის განკარგვის შესახებ იმსჯელეს
2023 წლის 28 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/10 მორიგ სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა, შპს ,,საფეხბურთო კლუბი ბეთლემი“-ს (ს/ნ 446754245) 100%-იანი წილის ელექტრონული აუქციონის წესით განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილეს.
ვრცლად ნახვა

დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
აპრილი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
27 | 28 | 29 | 30 |