მთავარი მერია სიახლეები

ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის კომისიის სხდომა

დღეს, ქალთა სოციალური-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე უძღვებოდა.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიაში 25 განაცხადი შემოვიდა. კომისიის წევრებმა, პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისობის მიხედვით იდეები განიხილეს.

მეორე ეტაპზე პროგრამა ითვალისწინებს, იდეის ავტორთან ადგილზე მონიტორინგს საკონკურსო განაცხადებში არსებული მონაცემების შესაბამისობის დადგენის მიზნით.

კომისიის გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია, იდეის ავტორებს მიეწოდება დეტალურად.

პროგრამის მიზანია ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება, მათი საქმიანობის წახალისება, ადგილზე დასაქმების შესაძლებლობა და მეწარმე ქალების რაოდენობის გაზრდა, რაც ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

"ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ხელშეწყობის" პროგრამის ბიუჯეტი 45 000 ლარს შეადგენს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?