სიახლეების არქივი
არქივი

მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ აღსაზრდელებს ტკბილეულის ნობათი დაურიგა
ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს საახალწლოდ ტკბილეულისა და ნუგბარის ნობათები გადასცა.
დღეს, მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, აა(ი)პ ქედის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელთან აიშე თებიძესთან ერთად დოლოგნის საბაშვო ბაღის საახალწლო ღონისძიებას დაესწრო და აღსაზრდელებს ტკბილეულის ნობათი დაურიგა.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედაში, პროფესიული ორიენტაციის, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესახებ ტრენინგი გაიმართა
20-21 დეკემბერს, ქედის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდებისთვის ტრენინგი თემაზე: ,,პროფესიული ორიენტაციის, კარიერული განვითარებისა და დასაქმების შესახებ“ გაიმართა.
ტრენინგს კარიერული განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ლია ფუტკარაძე უძღვებოდა.
ვრცლად ნახვა

არქივი

22 დეკემბერს, ქედაში ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება
ქედის მუნიციპალიტეტის ცენტრალური სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
17:00 საათზე ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში, ქედის კულტურის სახლთან არსებული ,,ბენდის“ და ინდივიდუალური შემსრულებლის ირინა დევაძის კონცერტი გაიმართება.
ვრცლად ნახვა

არქივი

ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა წლის ბოლო შემაჯამებელი და წინა საახალწლო ღონისძიება გამართეს
ქედის ხანდაზმულთა კლუბის წევრებმა, წლის ბოლო შემაჯამებელი და წინა საახალწლო ღონისძიება გამართეს.
ღონისძიებას ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ოთარ ხარაძე და განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი ეკატერინე ქაჯაია ესწრებოდნენ.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედის მუნიციპალიტეტი 2023 წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით ქალაქ რუსთავში კონკურსის - „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა მიიღო.
დაჯილდოების ცერემონიას ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულები, მუნიციპალიტეტების მერები და რეგიონებში არსებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედაში, გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა
ქედის სასპორტო სკოლაში, ქედელი სპორტსმენისა და დამსახურებული მწვრთნელის - გურამ ჯიჯავაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში გაიმართა.
ტურნირში ქედის, ჩაქვის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან 150 - მდე სპორტსმენი ღებულობდა მონაწილეობას.
ვრცლად ნახვა

არქივი

ქედაში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ვრცლად ნახვა

არქივი

საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცა
2023 წლის 8 დეკემბერს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №01-06/18 რიგგარეშე სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდ, მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებები დაამტკიცდა. სხდომას საკრებულოს სიითი შემადგენლობის 21 წევრიდან 17 ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
ვრცლად ნახვა

არქივი

ანონსი - საკრებულოს N01-06/18 რიგგარეშე სხდომა
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/18 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2023 წლის 8 დეკემბერს 15:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი და საკითხები
ვრცლად ნახვა

არქივი

მონაწილეობითი ბიუჯეტის იდეების კენჭისყრა 8, 9 და 10 დეკემბერს გაიმართება
მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭომ 2023 წლის 6 დეკმებრს სხდომაზე ქედისმუნიციპალიტეტის მოქალაქეების მიერ წარდგენილი იდეები განიხილა, შემოსული 138 განაცხადიდან, 126 საპროექტო იდეაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.
შესაბამისად ხმის მიცემა, რომელიც 8, 9 და 10 დეკემბერს გაიმართება, 126 იდეით იქნება წარმოდგენილი.
ვრცლად ნახვა

დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2025
სექტემბერი
კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 |