მთავარი მერია სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები

ქედაში, ,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეცვლის“ პროგრამის ფარგლებში 4 ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა მიმდინარეობს.

სოფელ უჩხითში თენგო ცინცაძის საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, მუნიციპალიტეტის დეპუტატ აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძესთან და პირველ მოადგილე იმედა ვასაძესთან ერთად დაათვალიერა.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიას, პროგრამის ფარგლებში თენგო ცინცაძის ექვს სულიან ოჯახი დროებით ქირით ჰყავს გაყვანილი. ცინცაძეების ოჯახს საცხოვრისი გასულ წელს ხანძრის შედეგად დაეწვა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ცხმორისში, კვაშტასა და სირაბიძეებში ახალი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები.

მიმდინარე წელს აღნიშნული პროგრამისთვის 400 000 ლარია გამოყოფილი.

,,ძველი საცხოვრებელი სახლების მქონე ოჯახებზე ახალი საცხოვრებელი სახლების შეცვლის“ პროგრამა 2019 წლიდან ამოქმედდა და დღეის მდგომარეობით სულ 22 თანამედროვე ტიპის სახლი აშენდა.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?