მთავარი მერია სიახლეები

ქედაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, ქედაში ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიება ყველა ასაკის ბავშვზე იყო გათვლილი. დღის განმავლობაში ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული ანიმატორის და მულტფილმის გმირების მიერ მოწყობილ გასართობ თამაშებში, მოეწყო სახეზე ხატვა.

პარკში განთავსებულ დეკორაციულ სივრცეებთან და ხატვის კუთხესთან მოეწყო ფოტოსესია.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საბავშვო კონცერტი, რომელშიც ქედის სახელოვნებო სკოლასთან არსებული ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მერანი“ და ქედის კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,აბადელია“ მონაწილეობდა.

ბავშვთა დაცვის საერთშორისო დღე, ბავშვებს მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ მიულოცა.

ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დაურიგდათ ნაყინი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?