News archive
არქივი
ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა (EN)
ევროპის კვირეულთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოსა და ევროკავშირის დროშები განთავსდა.
ვრცლად ნახვა
არქივი
ქედაში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა (EN)
ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით, დაბა ქედის, წონიარისის და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის გმირთა მემორიალური დაფა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა ხსოვნას.
ვრცლად ნახვა
არქივი
ანონსი - საკრებულოს N01-06/05 მორიგი სხდომა (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/05 მორიგი სხდომა გაიმართება 2024 წლის 26 აპრილს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული.
დღის წესრიგი და საკითხები
ვრცლად ნახვა
არქივი
დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა (EN)
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა, რომელშიც მუციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 18 გუნდი მონაწილეობდა.
ვრცლად ნახვა
არქივი
ქედაში, დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა (EN)
22 აპრილს, დედამიწის დღე აღინიშნება!
დაბა ქედაში, ამ დღესთან დაკავშირებით ყადირ შერვაშიძის სკვერში მწვანე ნარგავები დაირგო, რომელშიც მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, რესურსცენტრის დირექტორმა დურმიშხან შავიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ და ქედის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
ვრცლად ნახვა
არქივი
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს (EN)
სოფელ გეგელიძეებში, ადმინისტრაციული ცენტრების კეთილმოწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ცხმორისის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ბადრი ნაკაშიძე ადგილზე გაეცნენ.
ვრცლად ნახვა
არქივი
ქედაში, სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. (EN)
სოფელ ზესოფელში, სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თენგიზ გათენაძე ადგილზე გაეცნენ.
ვრცლად ნახვა
არქივი
დღეს, მუსლიმანური სამყარო რამადან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან რომან დავითაძესთან და ოქტომბრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ავთო ჩხიკვაძესთან ერთად მეძიბნის მეჩეთში, მუსლიმ მრევლს შეხვდა დღესასწაული მიულოცა და რწმენის სიმტკიცე, სიკეთე და მშვიდობა უსურვა.
ვრცლად ნახვა
არქივი
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა (EN)
ქედაში, ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსახლეობასთან ტრენინგი თემაზე: „აუტისტური სპექტრის გამოვლენა და ქცევის პოზიტიური მართვა" გაიმართა.
ვრცლად ნახვა
არქივი
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძებას დაესწრო (EN)
ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, რესურსცენტრის დირექტორთან დურმიშხან შავიშვილთან ერთად ქედის საჯარო სკოლაში სამედიცინო ოთახის გახსნის ღონისძებას დაესწრო, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ქედის საზოგადოებრივი ცენტრისა და მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიხსნა.
ვრცლად ნახვა
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
News archive
2026
September
| Sun | Mon | Tue | Wed | Thu | Fri | Sat |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | ||
| 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 |
| 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 |
| 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 |
| 27 | 28 | 29 | 30 |