სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ზესოფელში, სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რომან დავითაძე, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი გენადი ანანიძე და ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თენგიზ გათენაძე ადგილზე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში, არსებული სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება. მოეწყობა ფერდსამაგრი კედელი, სექციური ღობე, მაყურებელთათვის განკუთვნილი ტრიბუნები, განათება და ხელოვნური მინდვრის საფარი.

ასევე, პროექტის ფარგლებში სპორტული მოედნის მიმდებარედ მოეწყობა დასასვენებელი სივრცე და ფანჩატური.
აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 239 702 ლარია გამოყოფილი.