მთავარი მერია სიახლეები

ინფრასტრუქტურული პროექტები

შიდა სასოფლო-საუბნო გზების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები მერის პირველმა მოადგილემ იმედა ვასაძემ სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან გენადი ანანიძესთან ერთად ადგილზე დაათვალიერა.

ასევე, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, სოფელ არსენაულში, ჯემალ ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაო პროცესს გაეცნო.

ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს სოფელ ქედაში ზურაბ ხაბაზის სახლის მიმდებარედ, საავტომობილო გზაზე საყრდენი კედლის საძირკველის ქვაბულის დამუშავების და ალმატურის კარკასის დაქსელვის სამუშაოები.

პროგრამის ფარგლებში, გაბიონისა და რკინა-ბეტონის საყრდენი კედლების, ასევე სავალი ნაწილის გაზრდის მიზნით ფერდობების დამუშავების და საავტომობილო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?