მთავარი სიახლეების არქივი

სიახლეების არქივი

19 ნოემბერი 2025

საკრებულო

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქედის მუნიციპალიტეტის  მომავალი წლის ბიუჯეტი 32 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2 მილიონი ლარით არის გაზრდილი. პრიორიტეტულ მიმართულებებს შორისაა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარება, განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და სპორტის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. დარგობრივ კომისიებში ბიუჯეტის პროექტის განხილვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ, 25 ნოემბრამდე, დასკვნასთან და შენიშვნებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი ქედის მუნიციპალიტეტის მერს დაუბრუნდება. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება არაუგვიანეს 10 დეკემბრისა. ქედის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტს საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.    
ვრცლად ნახვა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.
18 ნოემბერი 2025

საკრებულო

ანონსი - 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

ანონსი - 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო გიწვევთ, 2026 წლის ადგილობრივი პროგრამული ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაზე. საჯარო განხილვა გაიმართება 19 ნოემბერს, 11:00 საათზე. მისამართი: დაბა ქედა. მერაბ კოსტავას ქ.3. დასწრება თავისუფალია.   „ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტი        
ვრცლად ნახვა ანონსი - 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა.
17 ნოემბერი 2025

საკრებულო

დღეს  საკრებულოს რიგგარეშე  სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი  განიხილეს

დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ჩატარდა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე უძღვებოდა. რიგგარეშე სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება „ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის (დადგენილება) პროექტზე. 2026 წლის თვითმმართველი ერთეულის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით დაინტრერესებულ პირებს მოსაზრების წარდგენა შეუძლიათ 2025 წლის 21 ნოემბრის 18:00 საათამდე ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში. ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ქედის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა: 2025 წლის 19 ნოემბერი; 11 საათი. (მის: დაბა ქედა მ. კოსტავას ქ.№3, ადგილობრივი თვითმართველობის ადმინისტრაციული შენობა, მეორე სართული; სააქტო დარბაზი). საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე თავის დასკვნას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას წარუდგენენ არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა. საკრებულოს დარგობრივი კომისიები და საკრებულოს ფრაქციები ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე სხდომებს გამართავენ 2025 წლის შემდეგი გრაფიკით: სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 11:00 საათი; სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 12:00 საათი; ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 14:00 საათი; სოციალურ საკითხთა კომისია - 2025 წლის 24 ნოემბერი; 15:00 საათი. ქედის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია 25 ნოემბერს 12:00 საათზე ჩაატარებს გაფართოებულ სხდომას.  
ვრცლად ნახვა დღეს  საკრებულოს რიგგარეშე  სხდომაზე 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი  განიხილეს
17 ნოემბერი 2025

საკრებულო

ანონსი - საკრებულოს N01-06/13 რიგგარეშე სხდომა.

ანონსი - საკრებულოს N01-06/13 რიგგარეშე სხდომა.

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/13 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2025 წლის 17 ნოემბერს 15:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული. დღის წესრიგი და საკითხები.
ვრცლად ნახვა ანონსი - საკრებულოს N01-06/13 რიგგარეშე სხდომა.
13 ნოემბერი 2025

მერია

მერმა მამუკა თურმანიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

მერმა მამუკა თურმანიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ძველი სახლის ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სოფელ სირაბიძეებში სახლის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა. სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და  მალხაზ ჯაყელის ხუთსულიანი ოჯახი სრულიად ახალ, კომფორტულ და უსაფრთხო საცხოვრისში შეძლებს ცხოვრებას.
ვრცლად ნახვა მერმა მამუკა თურმანიძემ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
11 ნოემბერი 2025

საკრებულო

დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა ჩატარდა

დღეს, ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა. საკრებულომ დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა. ☑  სხდომაზე საკრებულოს წევრების მიერ დამტკიცებულ იქნა დადგენილებისა და განკარგულების პროექტები. მათ შორის, მიმდინარე წლის ბიუჯეტში და მერიის  დებულებაში შესატანი ცვლილები, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში გადაცემა და ადგილობრივი ბიუჯეტის 2025 წლის III კვარტლის შესრულების ანგარიში.      
ვრცლად ნახვა დღეს ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი რიგგარეშე სხდომა ჩატარდა
10 ნოემბერი 2025

საკრებულო

ანონსი - საკრებულოს N01-06/12რიგგარეშე სხდომა

ანონსი - საკრებულოს N01-06/12რიგგარეშე სხდომა

ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N01-06/12 რიგგარეშე სხდომა გაიმართება 2025 წლის 11 ნოემბერს 12:00 საათზე, ქედის მუნიციპალიტეტის ადმისტრაციული შენობის სხდომათა დარბაზში. მისამართი: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. N3, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართული. დღის წესრიგი და საკითხები      
ვრცლად ნახვა ანონსი - საკრებულოს N01-06/12რიგგარეშე სხდომა
10 ნოემბერი 2025

მერია

ქედაში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და გასული წლების გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა

ქედაში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და გასული წლების გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა

ქედაში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და გასული წლების გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო წარმატების ისტორიების და ბიზნესის განვითარების გზაზე გადალახული გამოწვევების გაზიარება. მონაწილე მეწარმეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი საქმიანობის გამოცდილება, მიღწევები და ის სირთულეები, რომლებიც ბიზნესის დაწყებისა და გაფართოების პროცესში შეხვდათ.
ვრცლად ნახვა ქედაში, ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების/ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და გასული წლების გამარჯვებული მეწარმე ქალების შეხვედრა გაიმართა
31 ოქტომბერი 2025

მერია

ქედის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა

ქედის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა.  
ვრცლად ნახვა ქედის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეულმა მერმა მამუკა თურმანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ამირან ცინცაძესთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა
30 ოქტომბერი 2025

საკრებულო

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

2025 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა ქედის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა. საკრებულოს სხდომა გახსნა N80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ალი ნაკაშიძემ, რომელმაც შეაჯამა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნები. წარადგინა არჩევნების შედეგად გამოვლენილი მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული საკრებულოს წევრები. ხმათა უმრავლესობით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეული იქნა - ამირან ცინცაძე. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს რომან დავითაძე, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებად რეზო თურმანიძე და არჩილ გორგილაძე. პირველივე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა წარმოადგინეს განცხადება ფრაქციის რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეგისტრირებული იქნა ორი ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ თავმჯდომარე - ლევან ვერძაძე და ფრაქცია ,,ხალხის ძალა“ თავმჯდომარე - რამაზ თავდგირიძე. კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განისაზღვრა საკრებულოს კომისიათა შემადგენლობები და არჩეული იქნა კომისიის თავმჯდომარეები.  
ვრცლად ნახვა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
დეკემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?