ქედის მერმა, როლანდ ბერიძემ დღეს შპს ,,ქედის კომუნალურსერვისის“ თანამშრომლებს ახალი უფროსი - სილოვან ბერიძე წარუდგინა.

სილოვან ბერიძე წინა მოწვევის საკრებულოში, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიას თავმჯდომარეობდა.
მერმა ყოფილ უფროსს - ლევან ბერიძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, ხოლო ახალ უფროსს კი, წარმატებები უსურვა.