ქედის საბავშვო ბაღებში, დღეს მოზარდმაყურებელთა თეატრის მსახიობებმა, ზღაპრის სხვადასხვა გმირები პატარებისთვის გააცოცხლეს. თემატურად, შემეცნებითი და გასართობი პროგრამებით გათვალისწინებული სერვისით სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღსაზრდელები წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ სარგებლობენ. ცირკი, თეატრი, ექსკურსიები, ანიმაციური შოეუები და ა.შ. - ეს ის ჩამონათვალია, პატარებს განსაკუთრებულ სიხარულსა და აღფრთოვანებას რომ ბადებს.