მთავარი სიახლეების ძებნა თარიღით

სიახლეების ძებნა თარიღით

greenbg
26 მაისი 2026

საკრებულო

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!   საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქედაში, სიმბოლურად დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის მოხელეებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირის - ყადირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.   ღონისძიება ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში არსებულ სცენაზე, ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. ასევე, საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.   სკვერში მოზარდებმა თემატური ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიება ანსამბლ ,,ელესას“ ფოლკლორული ნომრების ფონზე მიმდინარეობდა.   17:10 საათი - შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.    
ვრცლად ნახვა
greenbg
26 მაისი 2026

მერია

ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა

ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა

   ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ მოწვეულ სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცეს და სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.    
ვრცლად ნახვა
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?