მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა

ქედის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნა.
ღონისძიება დაბა ქედაში, დამოუკიდებლობის აქტზე ხელის მომწერ ყადირ შერვაშიძის სკვერში გაიხსნა.
ქედის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა თურმანიძემ და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძემ მოწვეულ სტუმრებს დამოუკიდებლობის დღე და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილე მიულოცეს და სპორტულ აქტივობებში გამარჯვებული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფლეშმობი ცეკვა ,,ხორუმი. გაიმართა სპორტული შჯიბრი გოგონებსა და ბიჭებს შორის მარათონი ,,გეზრბენში“ და ბირთვის კვრაში. ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო პატარებისთვის განკუთვნილი სივრცეები, ხატვის კუთხე, სახეზე ხატვა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. გაიმართა ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
აღსანიშნავია, რომ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა კონცეფციით - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს".
facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
მაისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?