მთავარი საკრებულო სიახლეები

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ქედის მუნიციპალიტეტი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქედაში, სიმბოლურად დამოუკიდებლობის სკვერში გაიხსნა. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, საკრებულოს წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერმა, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან, თვითმმართველობის მოხელეებთან და საზოგადოების წევრებთან ერთად, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი პირის - ყადირ შერვაშიძის ბიუსტი ყვავილებით შეამკეს.

ღონისძიება ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში არსებულ სცენაზე, ქედის კულტურის ცენტრთან და სახელოვნებო სკოლასთან არსებული ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი გაიმართა. ასევე, საპრიზო ადგილზე გასული ახალგაზრდები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

სკვერში მოზარდებმა თემატური ნახატების გამოფენა მოაწყვეს. ღონისძიება ანსამბლ ,,ელესას“ ფოლკლორული ნომრების ფონზე მიმდინარეობდა.

17:10 საათი - შესრულდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ნოემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?