მთავარი მერია სიახლეები

ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის გაერთიანების აღმზრდელებისთვის ტრენინგი გაიმართა

ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის გაერთიანების აღმზრდელებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ინკლუზიური გარემოს შექმნა და სპეციალური საჭიროებები, რთული ქცევის მართვის სტრატეგიები“.

ტრენინგის მიზანი იყო ბაღებში ინკლუზიური მიდგომების განვითარება.

ტრენინგზე ისაუბრეს თემებზე:

  • ბაღში უმტკივნეულო ტრანზიცია;
  • ბავშვთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ბავშვის სწორად წახალისება;
  • პრობლემის მართვის სტრატეგიები;
  • რთული ქცევის მართვის სტრატეგიები;
  • ინკლუზიური გარემოს შექმნა და სპეციალური საჭიროებები;
  • პირადი საზღვრების დაცვა და მისი სწავლება.

ტრენინგში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და ტრენერის თინათინ გობაძის ავტორობით წიგნები: ,,როგორ მოვევლინე სამყაროს“ და ,,შემთხვევითი სწავლების მეთოდი“.

ტრენინგს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე უძღვებოდა.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?