ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის გაერთიანების აღმზრდელებისთვის ტრენინგი გაიმართა
22 ოქტომბერი 2025 | მერია
ქედის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის გაერთიანების აღმზრდელებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: ,,ინკლუზიური გარემოს შექმნა და სპეციალური საჭიროებები, რთული ქცევის მართვის სტრატეგიები“.
ტრენინგის მიზანი იყო ბაღებში ინკლუზიური მიდგომების განვითარება.
ტრენინგზე ისაუბრეს თემებზე:
- ბაღში უმტკივნეულო ტრანზიცია;
- ბავშვთან ეფექტური კომუნიკაცია;
- ბავშვის სწორად წახალისება;
- პრობლემის მართვის სტრატეგიები;
- რთული ქცევის მართვის სტრატეგიები;
- ინკლუზიური გარემოს შექმნა და სპეციალური საჭიროებები;
- პირადი საზღვრების დაცვა და მისი სწავლება.
ტრენინგში მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები და ტრენერის თინათინ გობაძის ავტორობით წიგნები: ,,როგორ მოვევლინე სამყაროს“ და ,,შემთხვევითი სწავლების მეთოდი“.
ტრენინგს ინკლუზიური განათლების სპეციალისტი თინათინ გობაძე უძღვებოდა.
დაუკავშირდი მერიას
დაუკავშირდი საკრებულოს
სიახლეების არქივი
2026
ივნისი
| კვი | ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ |
|---|---|---|---|---|---|---|
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 |