მთავარი სიახლეების ძებნა თარიღით

სიახლეების ძებნა თარიღით

greenbg
23 ოქტომბერი 2026

საკრებულო

კანპანია ქედაში - ვარდისფერი ოქტომბერი

კანპანია ქედაში - ვარდისფერი ოქტომბერი

,,ვარდისფერი ოქტომბრის“ კამპანიის ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტში ქალთა ჯანმრთელობისა და დაავადების ადრეული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მხარდამჭერი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ქედის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს თავმჯდომარე მარინა ბარამიძემ  გახსნა.  მოწვეული სტუმრის სტატუსით შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელმაც ,,ვარდისფერი ოქტომბერის" მნიშვნელობასა და რეგიონის მაღალმთიანეთში მცხოვრები ქალბატონების მხარდაჭერასა და პრევენციული ღონისძიებების გააქტიურების აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ქედის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ჩართულობით ჩატარდა და მიზნად ისახავდა ქალთა ჯანმრთელობაზე ზრუნვის მნიშვნელობის ხაზგასმას, სკრინინგის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და პრევენციული გამოკვლევების პოპულარიზაციას. შეხვედრას ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძე, ბათუმის საკრებულოს ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თავმჯდომარე ნატალია ზოიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა სურმანიძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კამპანია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა.      
ვრცლად ნახვა
greenbg
23 ოქტომბერი 2026

საკრებულო

აქცია  -  ჩემი პირველი ნერგი

აქცია - ჩემი პირველი ნერგი

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტი გამწვანების მასშტაბურ აქციას შეუერთდა. სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ დარგვის ღონისძიების ფარგლებში, ქედის მუნიციპალიტეტის 27 საჯარო სკოლა ღებულობდა მონაწილეობას და 124 - მა პირველკლასელმა დარგო საკუთარი პირველი ხე. ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაᲫემ მუნიციპალიტეტის მერი მამუკა თურმანიძესთან ერთად დაბა ქედის ფ. ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში პატარებთან ერთად, ნერგების დარგვის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, 41 000-ზე მეტი პირველკლასელი ქვეყნის მასშტაბით გამწვანების მასშტაბურ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და საკუთარ პირველ ნერგს დარგავს. პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების საფუძველზე ხორციელდება. პროგრამის განხორციელებაში ჩართული არიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მისი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და მუნიციპალიტეტები ქვეყნის მასშტაბით. პროგრამის ფარგლებში, ნერგების დარგვა 22 ოქტომბერს დაიწყო და 9 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. სულ 12 სახეობის ნერგი დაირგვება, რომლებიც რეგიონების ბუნებრივი და კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. ესენია: ელდარის ფიჭვი, კავკასიური აკაკი, კავკასიური ფიჭვი, კავკასიური ცაცხვი, კოლხური ბზა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი, კვიპაროსი, ქართული მუხა, ჩვეულებრივი იფანი, ჩვეულებრივი კაკალი და ჰიმალაის კედარი. პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ბავშვებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბება და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარება.  
ვრცლად ნახვა
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
ოქტომბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?