მთავარი სიახლეების ძებნა თარიღით

სიახლეების ძებნა თარიღით

greenbg
24 აპრილი 2026

საკრებულო

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.  სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა. სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულების პროექტები: „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2026 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ“და „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის საწინააღმდეგოდ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებ(ებ)ის (პროექტ(ებ)ის) დაფინანსების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ“.   საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოწონებული იქნა შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-ს მიერ 2025 წელში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ 2025 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და ასევე მუნიციპალიტეტის მიერ 2025 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.
ვრცლად ნახვა
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?