მთავარი საკრებულო სიახლეები

დღეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე ხელმძღვანელობდა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი და ხმათა უმრავლესობით დამტკიცებული იქნა განკარგულების პროექტები: „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2026 წელში განსახორციელებელი ღონისძიებათა დამტკიცების შესახებ“და „ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიის საწინააღმდეგოდ განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებ(ებ)ის (პროექტ(ებ)ის) დაფინანსების თაობაზე ქედის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადების მოწონების შესახებ“.

საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოწონებული იქნა შპს „ქედის კომუნალურსერვისი“-ს მიერ 2025 წელში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, ქედის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის-სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის მიერ 2025 წელში გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში და ასევე მუნიციპალიტეტის მიერ 2025 წლის შესყიდვების გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების ანგარიში.

facebook-share-button
დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2026
სექტემბერი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?