მთავარი სიახლეების არქივი

ზენდიდის ციხესთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა წესრიგდება

ბილიკებისა და კიბეების მოწყობა, მოაჯირების მონტაჟი, ძველი საცალფეხო ბილიკის რეაბილიტაცია, მთავარ შესასვლელში დეკორატიული ჭიშკრის განთავსება, ფანჩატურის მოწყობა, საიდანაც ქედის ულამაზესი ხედები მოსჩანს და განათებების გამართვა - ეს ის სამუშაოებია, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით, ქედის გამგეობა ახორციელებს. სამუშაოები დღეს გამგებლის პირველმა მოადგილემ მოინახულა: ,,ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ჩვენი უმთავრესი მიზანია. პარალელურ რეჟიმში სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა წესრიგდება. პროცესი აუცილებლად მომავალ წელსაც გაგრძელდება და მიუხედავად ტურისტთა მზარდი სტატისტიკისა ქედაში, კიდევ უფრო მეტი მოლოდინები გვაქვს" - აღნიშნა გურამ ბერიძემ. პროექტის ბიუჯეტი 43 800 ლარია. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა ,,ჯიჯი-13" ახორციელებს, რომელსაც 6 ადგილობრივი ჰყავს დასაქმებული. სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
ივლისი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?