მთავარი სიახლეების არქივი

თურმანიძეების ოჯახის ფოტოებს გამგეობა ალბომად გამოსცემს

თურმანიძეების ოჯახის ფართომასშტაბით გაცნობის მიზნით, გამგეობის ორგანიზებით დღეს ფოტოსესია სოფელ გარეტყეში გაიმართა. ფოტოხელოვანის - მარია ზოიძის ნამუშევარს გამგეობა მალე ალბომად გამოსცემს. ასევე ფოტომასალა განთავსდება სხვადასხვა ჟურნალში და სოციალურ ქსელში. მასალის დოკუმენტურად აკინძვას შეეცადა სტუმარი საფრანგეთიდანაც. აღსანიშნავია, რომ თურმანიძეების ოჯახის შთამომავლობა ძირითადად ხელოვნების მიმდევრები არიან, განსაკუთრებით სასიმღერო ტრადიციის, რომელიც საუკუნეზე მეტს ითვლის. მათ შთამომავლობას მიეკუთვნება ცნობილი კომპოზიტორი და ლოტბარი რევაზ თურმანიძე და აჭარაში პირველი ფოლკლორული ანსამბლის წევრი გურამ თურმანიძე. თურმანიძეების ოჯახმა შემოინახა მერისის ხეობისათვის დამახასიათებელი არაერთი ფოლკლორული სიმღერა. ისინი ყოველწლიურად მასპინძლობენ როგორც საქართველოს, ასევე უცხოურ ფოლკლორულ ჯგუფებს.

დაუკავშირდი მერიას დაუკავშირდი საკრებულოს

სიახლეების არქივი

2025
აპრილი
კვიორშსამოთხხუთპარშაბ
12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930

ონლაინ გამოკითხვა

მოგწონთ ვებ-გვერდი?